ერთხელ, სტოკჰოლმში
აქაოდა, ვირტუალური მოგზაურობა მარჯვედ გამომდისო, თქვენმა მასპინძელმა ძალიან აიდგა ფეხი. მართალია, ჯერჯერობით ევროპას არ გავცდენივარ, მაგრამ თქვენც შეამჩნევდით, სულ ზურგჩანთის ჩალაგებისკენ რომ მიჭირავს...
View Articleცეცხლმოკიდებული ძველი წიგნები
ჩემს ბლოგს ზოგჯერ მაინც თუ კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ წიგნების ფასებზე, როგორც წესი, არ ვწუწუნებ. კარგი წიგნი იაფი, უბრალოდ, ვერ ეღირება. არც გამომცემლობაა საქველმოქმედო ორგანიზაცია, ბიზნესია, მოგება...
View Article“მაგარი სისულელეა პეპი”
ორიოდე კვირის წინ, ფეისბუქის გვერდის სტუმრებს ბებია ასტრიდის “პეპი გრძელიწინდას” 1973 წლის გამოცემის სურათი გავუზიარე. უამრავი კომენტარიდან ერთი, ყველა გაგებით, გამორჩეული და უცნაური გამოდგა. “არ...
View Articleკეთილი მეზღაპრისა და სმოლენდელი გოგონას მიმოწერა
დარწმუნებული ვიყავი, რომ ასტრიდ ლინდგრენზე ახალს ვეღარაფერს დავწერდი – ათასჯერ მითქვამს და მომიყოლია მის პერსონაჟებზე, სიკეთით, სინათლითა და სითბოთი სავსე სამყაროზე, ბედნიერებაზე, რომელსაც გვჩუქნიდა...
View Articleპირველი წიგნი
რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად...
View Article“დილაა”თუ მისტერ მასტერი?!
“დილას”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა დროის საუკეთესო საბავშვო ჟურნალს, ლამის საბავშვო ბაღიდან ვკითხულობ. ძველ ნომრებს ვეძებ ყველგან, სადაც ხელი, ფეხი და თვალი მიმიწვდება, არც ახლებს ვტოვებ...
View Articleპეპი თუ პიპი? პუჰი თუ ფუუჰი?
დღეს ინტერაქტიული ბლოგი გვაქვს. მე ჩემსას მოგახსენებთ და თქვენ – თქვენი მითხარით. გასაზიარებელ აზრებს რა გამოლევს, მაგრამ დღეს, სათაურიდანაც მიხვდებოდით და სურათითაც, საბავშვო (და არა მხოლოდ საბავშვო)...
View Articleპატარა ქვეყანა ძალიან დიდი გულით
ძველი ჩინური წყევლა ყოფილა ასეთი – “ცვლილებების ხანაში გეცხოვროსო“. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ორ ზღვას შუა მოქცეულ, მუჭისტოლა საქართველოს ეს ახდენილი წყევლა აჩრდილივით დაჰყვება უკან....
View Articleახალი ამბები, ახალი წიგნები
უკვე მერამდენედ მითხრეს (ხუმრობით, ისე მაგათ დაუმშვენდათ ცხვირი) – გადაყევი ამ ძველ წიგნებს, ახლები აღარ გადარდებსო. ღმერთი, ხატი, რჯული, მსგავსი არაფერი მიფიქრია. ჩემი ბავშვობის (და კიდევ უფრო ძველი)...
View Article“ნაკადული”–ჩვენი ბავშვობის გამომცემლობა
ბლოგზე, მოგეხსენებათ, ამოჩემებული თემა არ გვაქვს. ერთფეროვნება მოსაწყენია. ვლაპარაკობთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებს. ოღონდ ყველაზე ხშირად მაინც ახალ წიგნებსა და ახალ გამომცემლობებზე ვქაქანებთ....
View Articleვინ თარგმნა პეპი?
მეგობრები ვქაქანებდით ამას წინათ წიგნებსა და მთარგმნელებზე, რაღაცებს ვიხსენებდით, ძველებს, ახლებს, ჩვენი ბავშვობის საკითხავს და სიტყვას მოაყოლეს, ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი მარტო იმისთვის ეკუთვნის,...
View Articleრამბლა, გაუდი, ბარსელონა
მოგზაურობა დამიძველდა, მგონი – კარგა ხანია, ზურგჩანთა არ მომიკიდებია და სახეტიალოდ არ გამიწევია. ჰოდა, მოვიკიდე, ჰოდა, გავწიე, ჰოდა, ჩავჯდები ახლა შავ-ყვითელ ტაქსიში, აი, იმაში, ურბანული ლეგენდის...
View Articleროგორ გახსოვთ “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”?
დღეს მოლის ბლოგზე კიდევ ერთი ასტრიდობაა – ამჯერად თქვენთან ერთად იმ პერსონაჟის გახსენებას ვაპირებ, რომელმაც ჩემში დეტექტივების სიყვარული გააღვივა. მოდით, ვნახოთ, ვის უფრო კარგად ახსოვს სახელგანთქმული...
View Articleნილსი, კალე, პეპი, რასმუსი და ინდიელები
ამ ორიოდე კვირის წინ mollybloomsday.com-ზე ახალი თემა წამოვიწყეთ. დროდადრო, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობის, ფერად-ფერადი “ნაკადულის” ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიას...
View Article“დაწყებული მაქვს და ვერ მივატოვებ”
მეგობარს ველაპარაკებოდი ამას წინათ, რაღაცებს ვარჩევდით და სიტყვას მოაყოლა, ხომ ყოფილა ასე, წიგნს რომ კითხულობ წვალებით და უწადინოდ, მაგრამ თავს ძალას ატან და არ ეშვებიო. როგორ არ ყოფილა, ძალიან...
View Articleჩიზქეიქი
ნანატრი გაზაფხული, როგორც იქნა, დადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლის ვერანდაზე ჟრიამულის, სასუსნავების, ცხელი ჩაისა და ყავის და, რა თქმა უნდა, კულინარიული ისტორიების დროა. ჩემს სტუმრებს სტუმრები აღარც...
View Articleახალი ამბები იუნიბაკენიდან
მართალია, ერთხელ უკვე გიამბეთ იმ გოგოზე, იუნიბაკენში რომ ცხოვრობს და თითით საჩვენებელი ახტაჯანა გახლავთ, მაგრამ თუ გეგონათ, რომ მისი ფათერაკები ამით დამთავრდა, ძალიანაც შემცდარხართ. ან რანაირად უნდა...
View Article“ამ რაღაცას წიგნი დაგეჭირა ხელში, ჯობდაო”
დღეს ოთხშაბათია, ბლოგის დღე. წესით და კანონით, ახალ ძველ წიგნებზე უნდა ვყვებოდე, კარსმომდგარ წიგნის ფესტივალზე, რომელიმე ქალაქზე ან სასუსნავზე, მაგრამ ტრადიციული თემები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და...
View Article“ნაკადულის”ორი ლოგო
ბავშვობაში ლოგოს მნიშვნელობა და დანიშნულება მესმოდა და ყველა გამომცემლობას ვცნობდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ. ერთი ის ვიცოდი. ყდას “ნაკადული” თუ ეწერა და წიქარაზე ამხედრებული ბიჭი ეხატა, საჩემო იყო და...
View Articleროგორ გახსოვთ “პეპი გრძელიწინდა”?
თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში...
View Article