Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

როგორ გახსოვთ “პეპი გრძელიწინდა”?

$
0
0

თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შეგრცხვეთ, მაშინ ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა.

1. ამდენი წლის იყო პეპი, ვილა “ყიყლიყოში” რომ დასახლდა;

2. ტომი და ანიკა ყველამ ვიცით. აი, მათი გვარი თუ გახსოვთ?

3. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ სპორტის ეს სახეობა პეპიმ გამოიგონა;

4. პეპის, მისივე მტკიცებით, ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად, რევანდის კრემის შემდეგ, ისინი უყვარდა;

5. ამ “მსოფლიოში ხველაზე  ღონიერი ქაცის” დამარცხება პეპის ოდნავადაც არ გასჭირვებია;

6. “ეს ის პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს”;

7. ასე ერქვა ორ ყაჩაღს, ვილა “ყიყლიყოს” გაძარცვა რომ გადაწყვიტეს;

8. პეპის თუ დავუჯერებთ, ამას აკეთებენ ბავშვები არგენტინის სკოლებში;

9. ეს მეზღვაური ასწავლიდა პეპის წერას, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ასწავლა;

10. პეპის აზრით, სამოცდათვრამეტის და სამოცდაცხრამეტის შემდეგ ზუსტად ეს რიცხვი მოდიოდა;

11. ამ მანქანის ყიდვას ფიქრობდა პეპი. ცეცხლივით წითელი იყო, თან საყვირიც საოცარი ხმით გაჰკიოდა;

12. ამ ფერის იყო პეპის ორი წინდა;

13. ეს სახელი ერქვა კაპიტან ეფრაიმის ძველ შხუნას;

14. ასე ჟღერს ზანგურ ენაზე ფრაზა “თრთოდეთ, მტრებო, ჩემი შიშით”;

15. ეს სიტყვა იპოვა პეპიმ.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი


Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles