Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

წიგნები, რომლებსაც აპრილში ველოდებით

$
0
0

firm coverმოლის ბლოგზე, ამ ბოლო დროს, ერთი სასიამოვნო და სასარგებლო ტრადიცია დამკვიდრდა – თქვენი მასპინძელი დროდადრო გამომცემლობებს ეხმიანება და მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სიახლეების გრძელზე გრძელი სია მოაქვს.

დღეს იმ წიგნებზე ვაპირებ მოყოლას, აპრილის თვეში რომ გამოჩნდება მაღაზიებში და, ბიბლიოფილებო ამა ქვეყნისა, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

პალიტრა L“-ს გონკურის პრემიის ახალი მფლობელის – მიშელ როსტენის “შვილი” გადმოუქართულებია; 21 წლის გარდაცვლილი ბიჭის ამბავი, თავად რომ ყვება სიკვდილის შემდეგ, ამო საკითხავი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ წიგნები მხოლოდ გასართობად იწერება? თემაა ისეთი, გულგრილად გვერდს ვერ აუვლი; ავტორსაც უვარგია – საუკეთესო დებიუტისთვის გონკურს ასე ჰაიჰარად არავის აძლევენ; ჰოდა, ვნახოთ და განვსაჯოთ.

“პალიტრას” მეორე სიახლეზე ბევრი ლაპარაკი, მგონი, ზედმეტიც კია; ჯონ გრიშემის “ფირმაც” ძალიან კარგად გეცოდინებათ და ამ 2008-2003 coverგადასარევი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიც, ტომ კრუზით მთავარ როლში. “ფირმის” რუსული თარგმანი “ქინდლში” მიდევს და აგერ გადმოქართულებულსაც ვეღირსეთ. ჯერ ყდაა ისეთი, მარტო ამის ხათრით იყიდი… თან პალიტრას ეს სერია მომწონს. “მოსამსახურეო”, “სტამბოლელი ნაბიჭვარიო”, ფილიპ როთის “ადამიანური ლაქაო”, ეშმაკის და პრადას ამბავიო…  ახლა იურიდიული თრილერიც. მოკლედ, რაც კარგია, კარგია – ვერაფერს იტყვი; თაროზე ჩაწიკწიკებულებს რომ გავხედავ, მალამოდ მეცხება გულზე.

დიოგენეს” ოთხი ისეთი წიგნი ჩაუფიქრებია სააპრილოდ, არც კი ვიცი, რომელით დავიწყო. ჯულიან ბარნსის “ფლობერის თუთიყუში” ხომ იცით? “დიოგენეს ბიბლიოთეკას” რომ დაემატა შარშან. ჰოდა, ბარნსის კიდევ ერთი, 2011 წელს დაწერილი რომანი გადმოუქართულებია ზაზა ჭილაძეს; “დასასრულის განცდას” ფრიად დამაინტრიგებელი ანოტაცია აქვს და ბუკერის პრემიაც დაუმსახურებია – არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი.

კიდევ ნობელიანტ სოლ ბელოუს “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” – კონექტიკუტელი მილიონერის აფრიკული დაუნშიფტინგის ისტორია და აბო იაშაღაშვილის “ოსმალური მარში” – საფათერაკო რომანი, მე-19 საუკუნისthe dark tower cover ტფილისის ამბებით და ძალიან საინტერესო პერსონაჟებით.

მთავარი ნიუსი კი მაინც “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილია –  სტივენ კინგის თითების ჩასაკვნეტ ქართულ სერიას ლეგენდარული რვატომეული ემატება. “მსროლელს” წუთისწუთზე ველოდებით მაღაზიებში. ნიკა სამუშიას თარგმანია, არ დაგავიწყდეთ და ყდაზე ნიკას გვარი რომ უკვე ხარისხის ნიშანია, კი გეცოდინებათ.

სიესტას” ერთი პრეზენტაცია ახლახანს ჰქონდა – მკითხველს გიორგი კეკელიძის ახალი პოეტური კრებული წარუდგინა.  პოეზია ჩემთვის დელიკატესია და ვცდილობ, მხოლოდ საუკეთესო შევარჩიო. ჰოდა, ეს ” პოეზია 2008-2103″-ც ზუსტად ასეთია – დახვეწილზე დახვეწილი და უგემრიელესი.

მეორეს – დავით ზურაბიშვილის ესეებს – სულ მალე გამოამზეურებენ.. ავტორის წინათქმა გადავიკითხე და სიტყვაზე მენდეთ -  თუ შიგთავსიც ასეთია, ძალიან საინტერესო non fiction ჩაგვიგდია ხელთ და ეგ არის.

“წიგნები მთელი ოჯახისთვისო”, ტყუილად კი არ აწერია “სულაკაურის” საფირმო ჩანთებს; ამ ser alex coverგამომცემლობაში უმცროსებიც ახსოვთ და უფროსებიც; ყველაზე პატარების ისედაც ტევად თაროს აპრილიდან ფერად-ფერადი, უხვად ილუსტრირებული და ფრიად სახალისო ზღაპრები შეემატება; მთავარი სიურპრიზი კი სინემანიაკებს გაახარებს – ამ გაზაფხულზე კინოსერია დაიქოქა, თან ხმაურიანად და საინტერესოდ – “ცისფერი მთებით”, “ფორესტ გამპით” და ტიფანისთანაც მიგვიპატიჟეს საუზმეზე; ახლა, სამ წიგნზე რომ არ შეჩერდება ეს ამბავი, ცხადზე ცხადია და ბიბლიოფილ სინემანიაკებს, მგონი, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა – იმის გამოცნობა, შემდეგი ტომები რომელ კინოშედევრს დაეთმობა.

ლოგოს პრესი “პრინცესების საყვარელი ზღაპრების” გამოცემას აპირებს; მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო და ყველასთვის საყვარელ  ზღაპრებს ერთი ყდის ქვეშ მოაქცევენ. აქეთ ჰენზელი და გრეტელიო, იქით თოვლის დედოფალიო,  წითელქუდაო, კონკიაო… პრინციპი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუმცა, სულო ცოდვილო, და რატომღაც მგონია, რომ ამ პრინცესების ზღაპრებში ჩაჭყეტვაზე პრინცებიც არ იტყვიან უარს.

ინტელექტი” თამაზ ჭილაძის “უკვდავების ათინათს” გამოსცემს. ამ კოხტა წიგნში ჩვენი ყველა მწერალია გვერდიგვერდ – იაკობ ხუცესიდან ოთარ ჭილაძემდე.  “ინტელექტი სკოლას” კი ჰქვია სერიას, მაგრამ,forest gump cover ვფიქრობ, ზრდასრული მკითხველიც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს.

არტანუჯი” სპორტულ სერიას აგრძელებს და მერე როგორ აგრძელებს… თვიდ სერ ალექს ფერგიუსონის “ჩემი ავტობიოგრაფიით”. ახლა სპორტულ გემოვნებაზე, კი იცით, არ დავობენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, აშკარად ყველაზე საინტერესოა, რაფა ნადალთან ერთად.

აი, ასეთი გეგმები აქვთ ჩვენს გამომცემლობებს სააპრილოდ და მე თუ მკითხავ, – არც ისე ცოტაა, მკითხველს არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს და არც ისე ბევრი, დაიბნე და რამე გამოგრჩეს. თან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნაწილია – მთელი თვეა წინ და ვინ რა სიურპრიზს გვიმზადებს, კაცმა არ იცის. აგერ, სულაკაური ორი იმისთანა თარგმანის გამოცემას გეგმავს, ლამის არის, კალენდარზე დღეების გადახაზვა დავიწყო…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აბო იაშაღაშვილი, არტანუჯი, ახალი წიგნები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბნელი კოშკი, ბუკერის პრემია, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გიორგი კეკელიძე, გონკურის პრემია, დავით ზურაბიშვილი, დასასრულის განცდა, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, კინოსერია, ლოგოს პრესი, მიშელ როსტენი, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, ოსმალური მარში, პალიტრა L, საუზმე ტიფანისთან, სერ ალექს ფერგიუსონი, სიესტა, სოლ ბელოუ, სტივენ კინგი, ფირმა, ფორესტ გამპი, ქართული თარგმანი, ცისფერი მთები, ჯონ გრიშემი, ჯულიან ბარნსი, ჰენდერსონი წვიმის მეფე, non fiction

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles