Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™
Viewing all articles
Browse latest Browse all 304

ბრიჯიტ ჯონსის სინდრომი

$
0
0

bridget-joness-diary-geo-cover

აღარ:

  • დავლევ კვირის განმავლობაში თოთხმეტ ერთეულ ალკოჰოლზე მეტს.
  • მოვწევ.
  • მოვიქცევი ბოზივით სახლში ყოფნისას, ამის გადასაჩვევად წარმოვიდგენ, რომ ვიღაცები მითვალთვალებენ.
  • მივცემ თავს უფლებას, გამიტაცოს ალკოჰოლმა, სამუშაოზე გადამკვდარმა ხალხმა, ვალდებულების შიშით შეპყრობილმა ადამიანებმა, ცოლიანმა ან საყვარლიანმა მამაკაცებმა, ქალთმოძულეებმა, შოვინისტებმა, ტვინის მტყვნელებმა, მუქთამჭამელებმა, გარყვნილებმა.
  • დავუწყებ კუდში დევნას დანიელ კლივერს, რადგან საცოდაობაა ბოსის შეყვარება მის მანიპენივით.
  • დავიბოღმები, რომ არ მყავს მეგობარი მამაკაცი.

მოკლედ, ჩამონათვალია იმისთანა, გული გაგისკდება. თანაც შობაა კარზე მომდგარი. არადა, მშვენიერი გოგოა ამის დამწერი, უბრალოდ, ტკბილეული უყვარს და ძალიან მარტოსულია. რა ქნას – სამ ათეულ წელს რომ გადააბიჯებ და ახალ წელს ისევ მშობლების სახლში, ერთკაციან საწოლში გაახელ თვალს, ძალაუნებურად შეგაშინებს მარტოობა. ოღონდ ეს წიგნი, ერთი შეხედვით, ქარაფშუტულ, მსუბუქ საკითხავად რომ მოგეჩვენება, მხოლოდ გულუბრყვილო ახალგაზრდა ქალზე არ არის, ეულად დარჩენის შიშს რომ შეუპყრია. ელენ ფილდინგის “ბრიჯიტ ჯონსის დღიურში“ ბევრ ისეთ რამეს იპოვით, არცერთი ჩვენგანისთვის რომ არ არის უცხო – ადამიანური ურთიერთობებიც აქ არის, სამსახურებრივი ალიაქოთი და პრობლემებიც, ახირებული მშობლებიც, აწეწილ-დაწეწილი სასიყვარულო ამბებიც და სწორედ ამიტომ ეს პუტკუნა ბრიჯიტი თავისი განცდებითა და გაუთავებელი ფორიაქით ბევრისთვის ახლობელია, ისეთი, ხან ღიმილს რომ მოგგვრის და ხანაც – დაგასევდიანებს.

დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მოიძებნებიან კრიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ მის ჯონსი ერთი უნებისყოფო, წუწუნა, ჭამისა და ალკოჰოლის მოყვარული ქათმისტვინა ვინმეა, მსგავსი წიგნები კი მაკულატურაა,  დროის დაკარგვად რომ არ ღირს. გულზე ხელი დაიდეთ და გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ უარი ნამცხვრის მესამე ნაჭერზე ან საყვარელი კოქტეილის მორიგ ულუფაზე? რამდენჯერ გადაგილახავთ სტრესი ტკბილეულის ან სიგარეტის დახმარებით? ასე რომ, უცოდველმა ჩაგვქოლოს მეც და ბრიჯიტიც, დანარჩენებმა კი ქვები შორს მოისროლეთ, გეთაყვა. სხვა რომ არაფერი, იმდენი სარკაზმი და თვითირონიაა ამ ფურცლებზე, მხოლოდ კარგი იუმორის გრძნობის მქონე მწერალს რომ ახასიათებს. ეს ძალიან ხალისიანი, მსუბუქი წიგნია, ისეთი, საახალწლო დღეებში რომ უნდა იკითხოს კაცმა. ყველას გვყავს მომაბეზრებელი, ექსცენტრული ნათესავები, ყველას გვიოცნებია მიუწვდომელზე და ცოტაოდენი ბრიჯიტი – თავისი ზედმეტი წონით, მარტოობით, ღორმუცელობით, შიშებით, კომპლექსებით, ხანდახან მოსულელო, ხანდახან ისტერიული, ხანდახან ფეთხუმი,  ხანდახან სასაცილო და მთლიანობაში ძალიან მომხიბლავი – აბსოლუტურად ყველა ქალში იმალება.

ყველა ნამდვილ ქალში.

და თუ მამაკაცებს სურთ, იცოდნენ, რა სურთ ქალებს, მიახლოებით მაინც, “ბრიჯიტ ჯონსის დღიურს“ უნდა გადაავლონ თვალი.

Karlsson på taket


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბრიჯიტ ჯონსი, ბრიჯიტ ჯონსის დღიური, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გუნა სამნიძე, ელენ ფილდინგი, მალხაზ ფაღავა, მარიამ კორინთელი, მოლის ბიბლიოთეკა, ნატალია ავალიანი, ნინა ჭავჭავაძე, პროზა, ქართული თარგმანი, Bridget Jones's Diary, Helen Fielding

Viewing all articles
Browse latest Browse all 304

Trending Articles